ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყების წინ უეფამ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, როგორი იქნება საპრიზო თანხები წლევანდელ ევროტურნირებში. ახალი არაფერია, რადგან უეფა სარეკლამო კონტრაქტებს სამწლიანი ციკლით აფორმებს და ახლები მხოლოდ 2021 წელს დაიდება.

ორი ევროტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 3,25 მილიარდი ევროა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი ტარიფებია: მოგება -2,7 მილიონი. ფრე – 0.9 მილიონი. ჯგუფიდან გასვლა – 9,5 მილიონი.  1/4-ფინალში გასვლა – 10,5 მილიონი. 1/2 – ფინალში გასვლა – 12 მილიონი. ფინალში გასვლა – 15 მილიონი. გამარჯვება – 4 მილიონი.

როგორც ხედავთ, ჯამური მაქსიმუმი 80 მილიონს უდრის, მაგრამ არის შემოსავლის სხვა ფორმაც. გასული სეზონიდან უეფამ დააწესა ე.წ. „ისტორიული გადახდები“.

ჯგუფური ეტაპის მონაწილეთათვის ბოლო 10 წლის მიღწევების რეიტინგი. რეიტინგში ბოლო გუნდი 1.108 მილიონ ევროს მიიღებს, ბოლოდან მეორე ორჯერ მეტს, ბოლოდან მესამე სამჯერ მეტს და.ა. შ.

რეიტინგის ლიდერი სალაროს 35 მილიონ ევროზე მეტით შეივსებს. ევროპის ლიგაში, ბუნებრივია, საპრიზოები 4-5-ჯერ ნაკლებია. მაგალითად, რეიტინგული გადახდისას უსუსტესი მხოლოდ 71 ათასს, საუკეთესო კი 3,4 მილიონს მიიღებს.

არის პრემიალურის მესამე ფორმაც და კონკრეტული ქვეყნის სარეკლამო ბაზრის მასშტაბებით განისაზღვრება. ჯერჯერობით უეფას ამ კატეგორიაში ზუსტი ციფრები არ გამოუქვეყნებია.