მესამე წრის ბოლოსწინა ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა სულ უფრო იძაბება და როცა „საბურთალო“ – „დინამო“ გამოტოვებულ მატჩებს ითამაშებენ, ვფიქრობთ, ვითარება უფრო დაიძაბება.

მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს „არარატ არმენიას“ კოშმარს და ყალიბში დგება. ყოველ შემთხვევაში, „სიონთან“ მათ ძველებურად ყოჩაღად ითამაშეს და უპრობლემოდ გაიმარჯვეს.
„ბათუმი“ – „ლოკომოტივის“ მატჩის გმირ-ანტიგმირი ვლადიმერ მამუჩაშვილი გახდა, რომელმაც ჯერ სტუმრებს გაუტანა, მერე საკუთარ კარში შეაგდო. ავტოგოლამდე ფლამარიონს ჰქონდა სტუმრებისთვის გატანილი, თორემ ზღვისპირელებს, ვინ იცის, ქულები დაეკაგრათ.
„დინამომაც“ იოლად სძლია აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ – 3:0. ლევან კუტალიამ პენალტი გაიტანა და 14 ბურთით სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას. მეორე და მესამე გოლები კი ძალიან ეფექტურები გამოვიდა. ჯერ ნოდარ ქავთარაძემ ივაჟკაცა, შემდეგ კი ნიკა ნინუამ შეაგდო გოლი-შედევრი, ვარდნაში შესანიშნავი დარტყმით აიღო „ვეტერინართა“ კარი.
და კიდევ. ნინუამ საკმაოდ შორი მანძილიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი ხარიხას გაარტყა. მან უკვე მიგვაჩვია, რომ ჯარიმებს თითქმის პენალტივით ურტყამს და მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახების დრო ხომ არ დადგა? მით უმეტეს, ასეთი შემსრულებლებით განებივრებული არ ვართ.
სიონი 1:3 საბურთალო
0:1 გი (1), 0:2 როლოვიჩი (21), 0:3 გაბედავა (31), 1:3 ცაცკრიალაშვილი (52, პენ)
ჩიხურა 1:1 ტორპედო
1:0 ჩიკვაიძე (87), 1:1 კაშია (90+3, საკ. კარში)
დილა 0:0 რუსთავი
ბათუმი 2:1 ლოკომოტივი
1:0 მამუჩაშვილი (36), 2:0 ფლამარიონი (60), 2:1 მამუჩაშვილი (71, საკ. კარში)
ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო
0:1 კუტალია (11, პენ), 0:2 ქავთარაძე (50), 0:3 ნინუა (60)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
16 სექტემბერი: საბურთალო – ტორპედო (22-ე ტურის გადმოტანილი მატჩი)
20 სექტემბერი: სიონი – ტორპედო, რუსთავი – ლოკომოტივი, ბათუმი – საბურთალო
21 სექტემბერი: ჩიხურა – დინამო, ვიტ ჯორჯია – დილა
მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 14, ფლამარიონი (ბათუმი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12