ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა გაუშვა პროექტი „მიეცი რიტმი“. კერძოდ, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან თამაშების ოფიციალურ მელოდიურ რიტმებს, რომელიც არა მხოლოდ გამოაცოცხლებს ტოკიო-2020-ის სპორტულ არენებს, არამედ ათლეტების უფრო მხურვალე მხარდაჭერასაც ხელს შეუწყობს.

ოლიმპიური თამაშების ოფიციალური რიტმი სპორტთან, იაპონიის კულტურასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ბუნებასთან ასოცირებული 1000 სხვადასხვა ბგერისგანაა შექმნილი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის – Intel-ის მიერ შემუშავებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შეარჩია ხუთი უნიკალური მელოდია, ხოლო მათ შორის საუკეთესო აარჩიეს ცუკუბას უნივერსიტეტის მკვლევარებმა.

მელოდია იოლად აღქმადი და შესასრულებადია გულშემატკივრებისთვის. ის ასევე შესანიშნავად უხდება ცეკვებს. საუკეთესო ვიდეორგოლები ტოკიოს სპორტულ არენებზე იქნება ტრანსლირებული.

 

წილი
წინა სტატიაქულა-ქულის ამბავი
შემდეგი სტატიანურსულთანის ოქროები
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...