გერმანული „ბილდის“ ინფორმაციით, უეფამ სახელი შეურჩია მესამე ევროთასის გათამაშებას, რომლის სტარტიც 2021-2022 წლებისთვის არის დაგეგმილი.
ტურნირს „კონფერენციათა ლიგა“ ერქმევა და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა 1/8-ფინალში, მეორეადგოლოსნები კი ევროპის ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულებს შეხვდებიან. ტურნირის გამარჯვებული მომდევნო სეზონში ევროპის ლიგის საგზურს მიიღებს.
ფორმატის საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია. უცნობია, როგორი იქნება საკვალიფიკაციო ეტაპი. რაც მთავარია, ტურნირი გვერდს არ აგვივლის და ყოველწლიურად კიდევ ერთ ქართულ გუნდს მაინც მიეცემა სეზონის ევროტურნირით დაწყების შანსი.