“ფერარის” ყოფილი ბოსი ჟან ტოდტიც პარიზში, ჰოსპიტალთან უნახავთ – შუმის საქომაგოდ მისული

პლანეტის ერთ დროს ყველაზე სწრაფი ავტომბრბოლი მიხაელ შუმახერი ექვსი წელი მიწასა და ზეცას შორის გაჩხერილიყო. 2013 წელს მიღებულმა თავის საშინელმა ტრავმამ “ფორმულა 1”-ის ლეგენდა ერთი შეხედვით სამუდამო ინვალიდად აქცია. მას შემდეგ შუმახერი ოჯახის წევრთა და ახლობელთა ვიწრო წრის გარდა არავის უნახავს და რბოლით ნაშოვნი მილიონებიც ნელნელა დნებოდა ძვირადღირებულ სამკურნალო ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად.

საიქიო-სააქაოს ჭიდილში, ისე ჩანს, რომ სიცოცხლე იმარჯვებს. შუმახერის კეთილ ფერიას პროფესორი ფილიპ მანაში ქვია, ვისმა სამედიცინო ინოვაციამაც, სავარაუდოდ, სასწაული მოახდინა. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია მიხაელ შუმახერს პარიზში, ჟორჟი პუმპიდუს სახელობის ჰოსპიტალში ჩაუტარდა და კომენტარების უკიდურესი სიმწირის მიუხედავად (საერთოდ, შუმახერის რეაბილიტაციის მთელი მრავალწლიანი პროცესი ჟურნალისტების და ცნობისმოყვარეთა თვალთაგან მოშორებით მიმდინარეობდა), ინფორმაციამ პასუხისმგებელი მედდის ბაგეთაგან მაინც გაჟონა.

“დიახ, მე დამეკისრა მისი მეთვალყურეობა” – განუცხადა მედდამ “ლა პარიზიენს” – “და დანამდვილებით გეტყვით, რომ იგი გონზე მოვიდა”.

“ფორმულა 1”-ზე 91 გრანპრის მომგები შუმახერის საბოლოო ზეობას ავბედზე მთელი მსოფლიო ელის და იზეიმებს.

წილი
წინა სტატიაამერიკა სახლში
შემდეგი სტატიადამნაშავეები რაფინია და დენის სუარესი ყოფილან
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია