ადამიანის გონებაში, მით უფრო თუ ტვინი არასწორად, მახინჯად და კრიმინალური აზროვნებით გაქვს მოწყობილი არა ერთი საშინელება შეიძლება მოიხარშოს, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ სისრულეშიც მოუყვანიათ, მაგრამ იშვიათად გვახსენდება ფაქტები ავი ზრახვების დამგეგმავ-განმხორციელებლები სუსტი სქესის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

არა, ისე ნუ გაგვიგებთ თითქოს სიბოროტე თითქოს მხოლოდ მამაკაცში შეიძლება ბუდობდეს და ყველა ქალი ანგელოზია, მაგრამ ის, რაც კალიფორნიის ერთერთ სამორინეში მოხდა, რთულად წარმოსადგენი იყო, მანდილოსნებს გაეკეთებინათ, მით უფრო როდესაც ძმა მილიონერია და მის შემოსავალთან შედარებით გროშების გამო მკვლელობას ჩადიხარ.

დიახ, 84 წლის ქალბატონს ორი მანდილოსანი თავს საპირფარეშოში დაესხა. მოხუცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ხელჩანთა გასტაცეს. ქალბატონი რამდენიმე დღის შემდეგ მიყენებული დაზიანებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი კი NBA-ს წლევანდელი ჩემპიონის, კავაი ლეონარდის და კიმიშა უილიამსი გახლდათ.

ტორონტოს ყოფილი ვარსკვლავის, ამჟამად კი კლიპერსში გადაბარგებული კავაის და დაპატიმრებულია. მას ბრალად ძარცვა-მკლელობა ედება. ბუნებრივია სატუსაღოდან მისი გამოყვანა არც გირაოთია შესაძლებელი, თორემ კავაის ნებისმიერი თანხის გადახდა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. როგორც The Los angeles time-ი იუწყება, 38 წლის კიმიშა ქალაქ ინდიოს ციხეში იმყოფება და ვეჭვობთ, გისოსებს მიღმა ძალიან ბევრი წლის გატარება მოუწევს.