ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს დენიელ დრინკოუტერს სახიფათო ამბავი შეემთხვა, თუმცა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
დრინკოუტერი, რომელიც ამჟამად „ბარნლის“ ღირსებას იცავს, მაგრამ მასზე უფლებებს „ჩელსი“ ფლობს და არისტოკრატებს ის განათხოვრებული ჰყავთ, მეგობრის დაბადების დღეზე ისე გამოთვრა თავი ვეღარ გააკონტროლა და ერთ მანდილოსანს დაუწყო ლაქუცი. ცუდი, მით უფრო გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ქალი, რომელსაც დრინკოუტერი გადაეკიდა კიდევ ერთი ფეხბურთელის, „სკანტორფში“ მოთამაშე გროსი ნტლეს მეგობარი გოგონა გახლდათ.
რა თქმა უნდა, გროსმა თავის გოგონაზე ალმაცერად შეხედვა დრინკოუტერს არ აპატია და მანჩესტერის ღამის კლუბ Chinawhite-ში ფეხბურთელებს შორის დიდი ამბავი ატყდა.
საბოლოოდ, ბარში ინციდენტი იმით ამოიწურა და მცველებმა დრინკოუტერს გარეთ გაუძახეს და ყველაზე ცუდი მასაც სწორედ ქუჩაში გადახდა. 29 წლის გალეშილ დრინკოუტერს თავს 6 პიროვნება დაესხვა და კარგადაც მიბეგვეს. ცემის პროცესში თავდამსხმელები ყვიროდნენ – „ფეხი მოტეხეთ მაგ ნაძირალას“… მართალია, დრინკოუტერი ფეხის მოტეხვას გადაურჩა, მაგრამ სახე და სხეულის კაი მაგრად დაულილავეს. დრინკოუტერის მეგობარმა ტაქსი ისე გამოიძახა და ფეხბურთელი სახლში გაუშვა, რომ საქმეში პოლიცია არ ჩარეულა.
მოგვიანებით „ბარნლის“ სამწვრთნელო შტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ დენიელ დრინკოუტერმა ტერფის ტრავმა მიიღო და მას დაახლოებით 4 კვირა უქმობა მოუწევს.