ბრიტანული საფეხბურთო ობსერვატორია რეგულარულად გვთავაზობს ხოლმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს.

ამჯერად, CIES-მა იმ საფეხბურთო კლუბების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც თავიანთი ამჟამინდელი შემადგენლობის „შეკვრაში“ ყველაზე მეტი ფული დაუხარჯავთ.

რა გასაკვირია, რომ სიაში ლიდერობას „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ არავის უთმობენ. არაბი შეიხები, რომლებიც ამ კლუბებს მართავენ, ყოველწლიურად ჯიბეში ღრმად ჩაიყოფენ ხელს და მსუყე „კუშებს“ გამოდიან ხოლმე.

ფრანგულმა კლუბმა, მხოლოდ ნეიმარის შეძენაში მეოთხედ მილიარდზე მეტი დახარჯა, თუმცა პირველზე მაინც „ქალაქელები“ არიან. პეპ გვარდიოლას გუნდი პირველია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ტრანსფერებში მილიარდზე მეტი გაიღო.

1. მანჩესტერ სიტი (1.014.000.000 ევრო)

2. პსჟ (913.000.000 )

3. მადრიდის რეალი (902.000.000)

4. მანჩესტერ იუნაიტედი (751.000.000)

5. იუვენტუსი (719.000.000)

6. ბარსელონა (697.000.000)

7. ლივერპული (639.000.000)

8. ჩელსი (561.000.000)

9. ატლეტიკო (550.000.000)

10. არსენალი (498.000.000)