? ასეთი რამ არც აქამდე მომხდარა დაძნელად სავარაუდოა, ახლო მომავალში განმეორდეს. აშშ-ის ღია საჩოგბურთო პირველობის ფინალში 37 წლის სერენა უილიამსი 19 წლის ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება.

კანადელი ანდრეესკუ რუმინელი მიგრანტების შვილია და წლის დასაწყისში რეიტინგის მეორე ასეულში ეკავა ადგილი. მერე? მერე ის, რომ ბიანკამ ტრიუმფით გაიარა სეზონი და მიმდინარე რეიტინგში მსოფლიოს მერვე ჩოგანია. მხოლოდ მეცხრეა სერენა უილიამსი.

? საინტერესო ფაქტი 1: როცა ბიანკა დაიბადა, სერენას უკვე მოგებული ჰქონდა თითო სლემტიტული წყვილთა და ერთეულთა თანრიგში.

? საინტერესო ფაქტი 2: სერენას 33 სლემფინალიდან პირველსა და ბოლოს შორის შუალედი 20 წელია.

არ დაგავიწყდეთ, რომ მან შუალედში პაუზაც აიღო და შვილი გააჩინა.

? საინტერესო ფაქტი 3: სერენას 23 სლემტიტული აქვს და თუ იმარჯვა, ყველა დროის აბსოლუტურ რეკორდსმენ მარგარეტ კორტს გაუტოლდება.

წილი
წინა სტატიაუფრო ყაზახეთი, ვიდრე დანია
შემდეგი სტატიაგაწყვეტილი მულტფილმი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".