სამი დღის შემდეგ აბუ-დაბიში დიდი ჩხუბია. შეიხებმა ბარაქიანად დააფინანსეს UFC -ის მოქმედი ჩემპიონის, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი დასტინ პორიეს ჯახი.

ეგ კი არა, არაბებმა გამონაკლისებიც დაუშვეს რაუნდის ნომრის მაჩვენებელი გოგონების ჩაცმულობაზე, მაყურებლებს კი დარბაზში შორტებით შესვლის ნება დართეს.

არადა, პრობლემა მაინც არის: მებრძოლთა წონა 70 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს, ნურმაგომედოვი კი ჯერ კიდევ გუშინ 76 კილოგრამს იწონიდა. მისი გუნდის წარმომადგენელმა მედია დაამშვიდა: „წინ 4 ვარჯიშია და თითოეულ ვარჯიშზე 1,5 კილოგრამს უპრობლემოდ დაიკლებს”.

დაჯერება ადვილი იქნებოდა, რომ არა ორი წლის წინამდელი ისტორია: მაშინ წონის ასე მკვეთრად დაგდების გამო ჰაბიბს კლინიკაში რეაბილიტაცია დასჭირდა.

წილი
წინა სტატიაროცა რონალდო რონალდინიო იყო
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ კორეაზე დანიის წინ
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.