უბედურებას არაფერი მოასწავებდა. კაფუს უფროსი ვაჟი დანილო ფელისიანო დე მორასუ მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. გამოძახებულმა სასწრაფომ 29 წლის ახალგაზრდა ჰოსპიტალში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დიაგნოზი: გულის შეტევა.

თავად კაფუ 49 წლისაა. 1994 და 2002 წლებში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რამდენიმე სეზონი კახა კალაძის მხარდამხარ „მილანის“ დაცვის მარჯვენა ფლანგს ამაგრებდა და 2006-2007 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.