ახალგახურებული საკლუბო სეზონი ორი კვირით დაგვემშვიდობა და ჯერი კვლავ სანაკრებო მატჩებზე მიდგა. საერთაშორისო ციებცხელებაში კი საქართველოს ეროვნული გუნდიც ჩაერთო. ჩვენები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავენ: 5-ში ამხანაგურს, სტამბოლში, სამხრეთ კორესთან და 8-ში, ევრო-შესარჩევს, თბილისში დანიასთან.
ვლადიმერ ვაისის შეგიდებმა შეკრება სტამბულში დაიწყეს, სადაც ათათურქის სახელობის სტადიონზე უკვე ივარჯიშეს კიდეც, თუმც ოდენ 14 ფეხბურთლით. სულ კი მწვრთნელმა კორეა-დანიისთვის მატჩებისთვის ამათ უხმო:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
საჭიროებისას სლოვაკი მწვრთნელი შემცვლელებს ამ ფეხბურთელებისგან აარჩევს:
ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)
კარგი იქნებოდა, რომ ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც სონ ჰიუ-მინი, კრისტიან ერიქსენი, კასპერ დოლბერგი, იუსუფ პოულსენი და სხვები არიან, საქართველოს ნაკრებს ჩემპიონთა ლიგის „შახტარისა“ და ლოკომოტივის“ მცველები დავით ხოჭოლავა და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან, ისინი გუნდს ტრავმის გამო გამაოკლდნენ.