დინამო – დილა 5:0. ნოდარ ქავთარაძის გოლი ბადრი ქავთარაძის გოლი

სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ სხვა მიზეზით, მაგრამ ერთ ეპიზოდში, ჩვეულებრივ თავშეკავებული საჩხერელთა თავკაცი სოსო ფრუიძე, უცებ გაცხარდა და „ლამაზი“ სიტყვები არ დაუკლია არბიტრისთვის, რომელმაც ჯერ ყვითელი, შემდეგ კი წითელი ბარათი უჩვენა სპეციალისტს.

ასე თუ გაგრძელდა, „ჩიხურას“ ძალიან გაუჭირდება ევროზონაში მოხვედრა.

რუსთავი – ბათუმი 0:2

ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ლიდერმა ბათუმის „დინამომ.“ ზღვისპირელებმა არც თუ ურიგო ფორმაში მყოფ „რუსთავს“ სტუმრად სძლიეს. ბათუმელებმა განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარეს, რაც ანგარიშშიც აისახა. გოლები ფლამარიონმა და დვალიშვილმა გაიტანეს.

მოიგო ბათუმელთა უშუალო მდევარმა, თბილისის „დინამომაც.“ დინამოელებმა გორის „დილა“ გაანადგურეს 5:0. დუბლი მიითვალა ლევან კუტალიამ და 14 გოლით ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

როგორც იქნა, გაიმარჯვა „ტორპედომაც.“ ქუთაისელებმა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ მინიმალური ანგარიშით მოუგეს. ასეთი თამაშით კი „ვეტერინარებს“ ძალიან გაუჭირდებათ ელიტაში დარჩენა.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა „ლოკომოტივმა.“ შინ ვერაფერი მოუხერხა „სიონს.“ ეგ კი არა, აგებდა და ბოლოსკენ თეიმურაზ შონიას გოლით გაათანაბრა ანგარიში.

ახლა ელიგაში სანაკრებო პაუზა დაიწყო. ჩემპიონატი 12 სექტემბერს განახლდება.

დინამო 5:0 დილა

1:0 კუტალია (13), 2:0 ქავთარაძე (29), 3:0 კუტალია (57), 4:0 შულაია (87), 5:0 კარიკარი (88)

ლოკომოტივი 1:1 სიონი

0:1 ივანიშვილი (79), 1:1 შონია (86)

ტორპედო 1:0 ვიტ ჯორჯია

1:0 ჩუკვურა (72)

რუსთავი 0:2 ბათუმი

0:1 ფლამარიონი (19), 0:2 დვალიშვილი (23)

საბურთალო 1:0 ჩიხურა

1:0 კოხრეიძე (55)

სატურნირო მდგომარეობა
გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

12 სექტემბერი: სიონი – საბურთალო, ჩიხურა – ტორპედო

14 სექტემბერი: დილა – რუსთავი, ბათუმი – ლოკომოტივი

15 სექტემბერი: ვიტ ჯორჯია – დინამო

მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 14, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი, უნგრეთი ) – 13, ლევან შენგელია (დინამო) – 12, ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 11