მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში მასპინძელთა 15 წლის ამომავალი ვარსკვლავი კორი გაუფი დაამარცხა და ნამატჩევს ატირებულ მეტოქეს კორტზე ერთობლივი მინი-პრესკონფერენციის მიცემა შესთავაზა.
მოგეხსენებათ, ეს გამარჯვებულის პრეროგატივაა და მაყურებლებლებმა ოვაციით შეაფასეს ნაომის დიდსულოვნება.
კორიმ ქომაგებს მადლობა გადაუხადა, არ მინდა მეტოქეს ეს წუთები წავართვაო და ახლა უკვე ოსაკა ატირდა – როგორც აღმოჩნდა, წლების წინ იაპონელს სწორედ ის ჯგუფი წვრთნიდა, რომელსაც დღეს 15 წლის ახალი ვარსკვლავი გაჰყავს სარბიელზე.
