ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრის მატჩისწინა მოთელვაზე განრიგიდან ორი საათის დაგვიანებით გავიდა. მიზეზი მხრის ტრავმა გახლდათ და ეს მოთელვისასაც აშკარად ჩანდა. ალბათ ამიტომ იყო, მავანმა ქომაგმა (საინტერესოა, ვისმა) ტრიბუნიდან რომ გასძახა: „ხომ არ მოხსნილიყავი ტურნირიდან?“
ნოვაკი ტრიბუნისკენ შებრუნდა და… „მაინც გიპოვი! იცოდე, აუცილებლად გიპოვი!“
მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოკოვიჩმა თანაშემწეს იმ გულშემატკივრის ფოტოს შოვნა დაავალა.
გაბრაზებულმა ჯოკოვიჩმა კუდლა 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და მეოთხე წრეში სტას ვავრინკას შეხვდება.