მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მაგრამ გვაქვს დიდი გული – ამას თავის ქვეყანაზე ვერ იტყვის ადამიანი, თუ მას თავად დიდი გული არა აქვს. მამუკა გორგოძის გულზე შორეული 2003 წლიდან ალაპარაკდნენ ქართველები და დღემდე არ გაჩერებულან.

მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, არა წლებით, არამედ ათწლეულზე მეტითაც სპორტის რომელიმე სახეობის ეტალონად იქცნენ. ლეონელ მესი ფეხბურთში, უსეინ ბოლტი – სპრინტში, მამუკა გორგოძე კი – ქართულ რაგბში. რაგბი გუნდური თამაშია, მაგრამ მასში ყოჩის როლს ხშირად თამაშის ბედი გადაუწყვიტავს. მამუკას ყოჩობა კრიტიკულ მომენტებში, არაერთხელ და წარმატებით გაუწევია და ნესვა ბურთები მეტოქის მეომრებიანად შეუტანია ჩათვლის მოედანზე.

ყოჩი, მაგრამ თავმდაბალი – ესეც მამუკა გორგოძეზე ითქმის. თავისი დიდი ღვაწლის საპირწონედ მას არასდროს მოუთხოვია ჩინ-მედლები და ყოველ აღიარებას ქართველთა თუ უცხოელთაგან მორიდებული ღიმილით შეხვედრია. იგრძნო – ახალგაზრდების დრო მოსულაო და საქართველოს ნაკრების რვა ნომერი მაისურიც ალალად გადაულოცა მომდევნოს.

გამოვიდა, შემცდარა – საქართველოს ნაკრებს ისევ დასჭირდა მისი ჯანი და კლასი. კარგი იქნებოდა,  შოტლანდიასთან ხვალის დიდ ომშიც გვეხილა მამუკა მოედანზე, მაგრამ არა უშავს – მსოფლიო თასზე მას საქართველოს ნაკრების ავანგარდში ვიხილავთ.

წილი
წინა სტატიანარკომანი
შემდეგი სტატიაპოჩეტინომ კარგად ისადილა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია