„ბოლტონი” გაქრობას გადაურჩა — არცთუ დიდი ხნის წინ დაარსებულმა შპს-მ სახელწოდებით Football Ventures, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის” დრამერის ნიკ მეისონის დიდი შეწევნითა და დახმარებით თითქმის წყალწაღებულ კლუბს 10 მილიონი გირვანქა აუგროვა.
ეს ცნობა „ბოლტონის” ფანობას გულზე მალამოდ მოედო. საქმე ის არის, რომ გარშემო შემაშინებელი მაგალითები ისმოდა. ამ დღეებში მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ თავისი რიგებიდან გაკოტრებული „ბერი” გარიცხა. მანჩესტერის გარეუბნის კლუბმა ახალი პატრონი ვერ გამოძებნა. უფრო სწორედ, „ბერის” ახალი პატრონი თითქმის ჰყავდა, მაგრამ „თითქმის” არ ითვლება. ახლა, მყიდველი კომპანია ინგლისის საფეხბურთო ლიგას სთხოვს გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან სულ რაღაც 7 მილიონიღა ჰქონია საშოვნელი….
ნიშანდობლივია, რომ „ბოლტონის” მეპატრონე დევისების ოჯახი თავიდან (როდესაც კლუბი ადმინისტრირებაში გადაეცა) 17,4 მილიონ გირვანქას ითხოვდა, მაგრამ ახლა ყაბულსაა შემდეგი სამი წლის განმავლობაში წელიწადში 5 მილიონი აიღოს.
Football Ventures-ის აგროვებული თანხა „ბოლტონს” ახალი მეპატრონის პოვნაში ძლიერ შეუწყობს ხელს.