დებიუტს ურიგო ნამდვილად არ ეთქმის. მართალია, ლუკა მაისურაძე (81კ), ტოკიოში გაშლილ ტატამზე ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ მისი სახით ქართულ ძიუდოს მართლაც ოქროს ბიჭი ჰყავს.

ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლუკა მაისურაძემ ქართულ ყულაბაში, ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს შემდეგ, მეორე მედალი ჩააჩხრიალა. 21 წლის ჩვენებურმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რომ არა მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალისთან ჩვენი აზრით საეჭვო მსაჯობა ვინძლო მედლის ფერი სხვანაირი, ხოლო ხარისხი უფრო მაღალიც ყოფილიყო.

მაისურაძემ მძლავრად დაიწყო, სამოელი, თურქი და მონღოლი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში გადასასვლელად კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. იქ უზბეკ  ბოლტაბოევს  დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში აჯობა და ბრინჯაოსთვის იმ დროისთვის ჯერ კიდევ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ირანელ საედ მოლაის დაუპირისპირდა. ლუკა მაისურაძემ, მასზე გაცილებით გამოცდილი მოწინააღმდეგე იპონზე დააგდო და კვარლცხბეკის მესამე საფეხურზე დამსახურებულად ავიდა.

29 აგვისტოს, საქმეში უკვე ჩვენი გუნდის ერთ-ერთ  ლიდერს  ბექა ღვინიაშვილს (90კგ) ვიხილავთ.

წილი
წინა სტატიაშოტლანდიამდე…
შემდეგი სტატიაგააგდეთ პოგბა!
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.