სპორტის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია, ალბათ, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების  მთავარკაცობაა. აბა როგორია, მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მოთამაშე ასობით უმაღლესი დონის პროფესიონალიდან 12 ისეთი აარჩიო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის გარანტი იქნება.

ეს თავის ტკივილი გრეგ პოპოვიჩსაც აწუხებს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ამჟამად 13 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული, ჩინეთში კი 12 უნდა გაემგზავროს.

„ურთულესი მისია მაკისრია. ძალიან რთულია კალათბურთელს ნაკრებიდან ლიგაში დააბრუნო. ფაქტობრივად მას გუნდიდან აძევებ. სხვა რა გზაა, რთული დრო მიდგას, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღო და საქმე დავასრულო“, – თქვა პოპოვიჩმა.

მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი ჩინეთის ჩემპიონატისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება: ჰარისონ ბარნსი (“საკრამენტო კინგსი”), ჯეილი ბრაუნი (“ბოსტონ სელტიკსი”), ჯო ჰარისი (“ბრუკლინ ნეთსი”), კაილ კუზმა (“ლოს ანჯელეს ლეიკერსი”), ბრუკ ლოპესი, კრის მიდლტონი ორივე “მილოუკი ბაქსი”), დონოვან მიტჩელი (“იუტა ჯაზი”), მეისონ პლამლეი (“დენვერ ნაგეთსი”), მარკუს სმარტი, ჯეისონ ტატუმი (ორივე “ბოსტონ სელტიკსი”), მაილს ტერნერი (“ინდიანა პეისერსი”), კემბა ვოლკერი (“ბოსტონ სელტიკსი”),  დერიკ ვაითი (“სან ანტონიო სპურსი”).

წილი
წინა სტატიათმის ყალყზე დასაყენებელი ამბავი
შემდეგი სტატიასწრაფად, ძვირად და გარანტიით
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...