ქართული გუნდებისთვის ევროტურნირები  დასრულდა და თბილისური კლუბები ეროვნულ ლიგას დაუბრუნდნენ. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე მარცხის მერე, შიდა სარბიელზე გადმორთულმა ელიგის ფავორიტებმა თავი გამარჯვებებით დაიმშვიდეს.

“დინამოს” პრინციპული მეტოქე ჰყავდა. წყალტუბოში, “26 მაისზე”, თბილისელები “ტორპედოს” დაუპირისპირდნენ. ქუთაისურ კლუბში მომხდარი მოვლენების გამო, პროტესტის ნიშნად “ტორპედოს” ქომაგები იშვიათად თუ შესძახებდნენ და სიჩუმის ამხსნელი ბანერიც გადმოფინეს. ამ ყველაფრის გამო, ქართულ კლასიკურ დაპირისპირებას პეწი აკლდა, თუმცა დაძაბულობა არც მოედანზე განელებულა და არც ორივე ტრიბუნაზე. “ფეიენოორდთან” ნაწვალებმა “დინამომ” უკნიდან თამაში არჩია, ბურთი მეტოქეს დაუთმო და თავის შანსს კონტრშეტევაზე დაელოდა. ასეთი შანსი თბილისელებმა 29-ე წუთზე, ორი ყოფილი ტორპედოელის კომბინაციისას მიიღეს, ქავთარაძის ჩაწოდება და კუტალიას დარტყმა – 0:1. დინამო დაწინაურდა და ინიციატივა სრულად მეტოქეს გადააბარა, რაც თამაშის მეორე ნახევარში კინაღამ ძვირად დაუჯდა, მაგრამ ტორპედომ მომენტები ვერ გამოიყენა და “მოსისხლე” მტერთან დამარცხდა. საბედნიეროდ, თამაშს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება არ მოჰყოლია, თუმცა პიროტექნიკის იშვიათ აფეთქების ხმას მაინც გაიგონებდით. ისე კი, ქუთაისურ კლუბში პრობლემები არ დასრულებულა. ნამატჩევს, გუნდის თავკაცი კახა ჩხეტიანი ჟურნალისტებთან სასაუბროდ არ გამოცხადდა, მოედანი კი გაცხარებულმა დატოვა…

ტორპედო-დინამო 0:1

0:1 კუტალია (29)

ტორპდედო: კვასხვაძე – მაჩაიძე (იონანიძე, 83), ხურცილავა, ჭიჭინაძე –  ცეცხლაძე (მოსიაშვილი, 69), ტაბატაძე, ფონიავა, ჩუკვურა – დოლიძე (ჩოგაძე, 69), ციცქიშვილი, კაპანაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

დინამო: პერალესი – იაშვილი, მონხილი, მეჯუბი, ქიმაძე – პაპავა, ნინუა (შიშკა, 80) – შენგელია, კუხიანიძე (შულაია, 54), ქავთარაძე (ქარდავა, 60) – კუტალია.

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” “არარატ-არმენიასთან” მარცხის მერე, “მიხეილ მესხზე” მოტივირებული გამოვიდა და გორის “დილას” კუდით ქვა ასროლინა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ქართლელებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. სანდრო ალთუნაშვილმა საგოლე პასებით “დუბლი” გაიფორმა და ჯერ გიორგი რეხვიაშვილს, მერე კი გიორგი გაბედავას გაატანინა. მატჩის მიწურულს გაჭირვებულ დილას ავტო-გოლი აღმართში მიეწია – ალეფ სანტოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

საბურთალო-დილა:

1:0 რეხვიაშვილი (23), 2:0 გაბედავა (55), 3:0 სანტოსი (85, ა.გ)

საბურთალო: კუპატაძე – სანდოხაძე (ტაბატაძე, 74), კაკუბავა, რეხვიაშვილი – ჩაბრაძე, ტერა (გი, 65), ცნობილაძე, გორგიაშვილი (ყენია, 60) ალთუნაშვილი, გაბედავა, როლოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

დილა: ჩოჩიშვილი – ჩადუნელი, რაზმაძე, ერიკ სანტოსი – ალეფ სანტოსი, ნონდი, კუცია, კერელეიშვილი (სპანდერაშვილი, 54) – ფორტესი (გაგნიძე, 80), ფაბიან რიდი, ნონიკაშვილი (პაიმი, 60).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ცხრილში თბილისის “დინამო” გალიდერდა, თანაც უახლოეს მდევარზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. “საბურთალომ” სამეულში ადგილი გაიმყარა, “ტორპედო” მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა, “დილა” კი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.

სატურნირო ცხრილი
გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621