ლამარ ოდომი კალათბურთის ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ. ვინმეზე თუ შეიძლება ითქვას, ორმაგი სახე გამოაჩინაო, ერთ-ერთი უდავოდ ეს 39 წლის კალათბურთელია. ლამარ ოდომი არის ტიპიური ნიმუში იმისა, წარმატებული სპორტსმენობიდან როგორ უნდა გადაიქცე მოსიარულე გვამად – მან გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა, როგორც საკალათბურთო პარკეტზე სასწაულების მკეთებელმაც და ნარკოტიკებით გაბრუებულ მდგომარეობაში მყოფმაც, პირიდან დუჟი რომ სდიოდა.

„ჩემი კალათბურთი და მასთან ერთად ნათელი ფერებიც მაშინ დასრულდა, როცა ნარკოტიკებსა და აღვირახსნილ ცხოვრებას მივყავი ხელი,“ – ეს სიტყვები ოდომმა 2015 წელს თქვა, როდესაც ლას-ვეგასის ერთერთ ბორდელში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაარჩინეს. როგორც ამბობენ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილ კალათბურთელს, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ორჯერ გახდა, გული გაუჩერდა და სააქაოს დიდი ძალისხმევის შემდეგ მოაბრუნეს.

ახლა კი ლამარ ოდომი კვლავ ძველი ცხოვრების დაბრუნებაზე ოცნებობს. „მსურს ისევ ის ვიყო, რაც ადრე ვიყავი და რის გამოც ხალხი პატივს მცემდა. მინდა პროფესიონალურ კალათბურთს დავუბრუნდე. ამიტომაც უარს ვამბობ იმ საზიზღრობაზე, რასაც ნარკოტიკები ჰქვია და ასევე ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე. ბოლო პერიოდში საროსკიპოებში იმდენ დროს ვატარებდი, თავი პორნო მსახიობი მეგონა,“ – ამბობს ლამად ოდომი.

ლამარ ოდომმა ნბა-ში 14 სეზონი ითამაშა. ორჯერ ოქროს საჩემპიონო ბეჭედი მოიგო, 2010 წელს კი აშშ-ს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ოდომმა ასევე 2004 წელს, ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაო ირგუნა.

წილი
წინა სტატიაშეყვარებული სიმონა
შემდეგი სტატიასულშერმა მაგიდას მუშტი დასცხო!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...