როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგების შემდეგ, მკერდმშვენიერი სიმონა ჰალეპის ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობის დრო დადგა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ვეღარ დამალა, რომ 13 წლით უფროს თანამემამულე ბიზნესმენ ტონი იურიჩს ხვდებოდა.

ყვითელი პრესის მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალის შემდეგ, სიმონას სხვა გზა აღარ დარჩა.

„ახლა უფრო მშვიდი და გახსნილი ვარ. მყავს მეგობარი, ვისთანაც თბილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამაზე ღიად საუბარი არ მსურს, ეს ხომ დელიკატური საკითხია. როცა საქმე ჩოგბურთს ეხება, სამშობლოს ვეკუთვნი და რუმინეთის სახელის დაცვაზე ვფიქრობ, მაგრამ პირად ცხოვრებას უფრო მნიშვნელოვნად ვთვლი, ვიდრე სპორტს. მყავს შეყვარებული და ჩოგბურთზე ჩემს ოჯახს ვერ გავცვლი,“- თქვა სიმონა ჰალეპმა.

შეგახსენებთ, წლეულს უიმბლდონის მოგების შემდეგ რუმინელმა მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილამდე აინაცვლა.