ამბავი, რომელიც კონორ მაკგრეგორმა ერთერთ ბარში მოხუც ადამიანს დააწია, მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო და სპორტსმენისა და ზოგადად საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. შეგახსენებთ, ირლანდიელმა მოჩხუბარმა, ამჯერად მუშტების ქნევა, რინგის მაგივრად საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, იქ სადაც ადამიანები ერთობიან და განტვირთვისთვის იკრიბებიან გადაწყვიტა. მაკგრეგორმა, ხანშიშესულ მამაკაცს მხოლოდ იმის გამო დაარტყა, რომ მან ვისკის დალევაზე უარი უთხრა.

ირლანდიელი სპორტსმენის უღირს საქციელს UFC-ის რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა.

„ამ საქციელს გამართლება არ აქვს. მოხუცმა ადამიანმა, სახეში თუნდაც 10-ჯერ რომ შემოგილაწუნოს, შენ ხელის შებრუნების უფლება არ გაქვს. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ მოხუცებს, ხოლო მაკგრეგორის დარი ადამიანები ციხეს იმსახურებენ.

დიახ, შესაძლოა ის სპორტისთვის რაღაც კარგს და საინტერესოს აკეთებდეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის უბრალოდ შეიშალა. იმ კადრების ნახვის შემდეგ ძალიან გავბრაზდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. დღეს თუ ის მოხუცებს გამეტებით ურტყამს, რას უნდა ველოდოთ მისგან ხვალ? “ – ამბობს მსუბუქ წონაში UFC-ის 30 წლის ჩემპიონი.

ნურმაგომედოვის და კონორის ბრძოლა შარშან ოქტომბერში შედგა და რუსმა ირლანდიელს მეოთხე რაუნდში მოუგო. ჰაბიბი მორიგ ბრძოლას ამ შემოდგომით დასტინ პორესთან გამართავს.