სპორტში აბა ტრავმები რა გასაკვირი ამბავია, მაგრამ რაც 20 წლის უელსელ ფეხბურთელს დაემართა, უფრო სწორად საკუთარ თავს დამართა, ვეჭვობთ ანალოგი ჰქონდეს.

ჯოელ დარლინქტონი უელსური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მან თამაში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოასწრო, ეროვნულის მაისურაც დროის ამბავი იყო, მოულოდნელად რომ …

ჯოელ დარლინქტონმა თავი მოიკლა. ბოლო 2 წელი მას ხერხემლის ტრავმა ტანჯავდა და ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა. ვერანაირი სამედიცინო პროცედურები ვერ შველოდა, რის გამოც დეპრესიაში ჩავარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა და სამწუხაროდ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა. დედამ და ძმამ მისი გვამი სახლის ფარეხში აღმოაჩინეს.

დარლინქტონი რომ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ისიც მეტყველებს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყურადღებით აკვირდებოდა. უელსელი წითელ ეშმაკებში გასინჯვაზეც იმყოფებოდა, მაგრამ არც იქ გაუმართლა. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ხელი მოიტეხა და გუნდის დატოვება მოუხდა.

ჯოელ დარლინქტონის ბოლო კლუბი უელსური „ბალა თაუნი“ იყო.

წილი
წინა სტატიამანჩესტერელთა ახალი ყოჩი
შემდეგი სტატიახურდის პროტესტი
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.