ორი წლის წინ ოსმან დემბელე 125 მილიონ ევროდ „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” გადავიდა. იმ ზაფხულს ბარსელონელებმა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდეს და დემბელეს მის შემცვლელად მოიაზრებდნენ. და აი, ორი წელიწადი რომ გავიდა, დემბელეს მიერ ნეიმარის შეცვლა კვლავ აქტუალური გახდა — „ბლაუგრანას” ბრაზილიელის დაბრუნება სურს და მის სანაცვლოდ პარიზელებს ფულსაც სთავაზობს და ფეხბურთელებსაც. მათ შორის დემბელეს.

ამასობაში, ესპანური და ფრანგული მედია ერთსა და იმავეს წერს — პსჟ „ბარსელონასგან” ნეიმარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს პლუს სამ ფეხბურთელს ითხოვს, რომელთაგან ერთი დემბელე არისო. მაგრამ, ფრანგმა სამშობლოში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უფრო სწორედ, მან „ბარსელონას” დატოვებაზე განაცხადა კატეგორიული უარი. 22 წლის თავდამსხმელს ნეიმარის ხურდის როლში ყოფნა არ სურს.

სხვა რა ვარიანტი აქვს „ბარსელონას”? ამბობენ, რომ კატალონიელები პარიზელებს დემბელეს ნაცვლად ფილიპე კოუტინიუს, ივან რაკიტიჩს ან არტურო ვიდალს სთავაზობენ.

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კი რადიო „მონტე კარლო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა: „ნეიმარმა შეცდომები დაუშვა. მე მას არ ვიცნობ, თუმცა, უახლოეს მომავალში გავიცნობ. მანამდე კი მხოლოდ ამის თქმა შემიძლია — იმედი მაქვს, რომ ის კარგი ბიჭია, რომელსაც კარგი გარემოცვა ჰყავს. მოედანზე კი ნეიმარი მართლაც ძალიან ძლიერია”.

წილი
წინა სტატიათვითმკვლელობა ტრავმის გამო
შემდეგი სტატიამოითმინეთ ხანდახან…
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია