გიორგი დევდარიანს იმ დროიდან ვიცნობ, მისი „კლიჩკა”„ცქიფო“ გვარში რომ ერეოდათ და მუდმივავად აპროტესტესებდა, არ ვარ ცქიფურიშვილიო.
თბილისის „თბილისში“ ავანტურისტი ლუის ცაკარიასი შეცვალა და ისეთი გუნდი დააყენა…
მე ხომ ვიცი, რომ ღამეებს ათენებდა. მაშინ გუნდზე და საკუთარ თავზე ერთად მუშაობდა. მერე როგორ დაიქუხა? შერეკილი პაჭელო, მეორე ნუგზარიჩი, ხოჯავა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კაკო დევაძე…
ვკითხე, მიშა მესხი რატომ ამოაგდე შემადგენლობიდან, მეთქი. მაშინ ყველასთვის უცნობი გოგიტა გოგუა დააყენა საყრდენად – ინტელიგენტი მესხის მაგიერ გიჟი გოგუა მჭირდებაო. მერე გოგუამ ისე „იგიჟა“, საქართველოს ნაკრებშიც იბურთავა.
ამას რატომ ვყვები: ცქიფო ჩემთვის ავტორიტეტია. შოთა არველაძის თანაშემწეც იყო თურქეთში. ჰოდა, ამ კაცმა თქვა: საბურთალოელ უკეთეს ბიჭებს კაპიკებად წაიყვანენ და ახლები გვეყოლება საძებნელიო.
სხვა კი არაფერი: ის „თბილისი“ გამახსენდა და ორი წელი მაინც ცქიფოსთვის რომ ეცლიათ…

წილი
წინა სტატიახურდის პროტესტი
შემდეგი სტატიაქართული ფეხბურთის შემოდგომის ზაფხული
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".