ბიქსანტ ლალარდი ბასკური პელოტას ფრანგულ კლუბში თამაშობს და წარმატებითაც. სპორტის ეს სახეობა კრიკეტს ჩამოჰგავს და ბასკეთში ძალიან პოპულარულია.
ივნისში ესპანეთში გამართული ჩემპიონატის შემდეგ გამართულ ბანკეტზე გვარიანად გადამთვრალმა ლალარდმა ცოცხალ ქათამს თავი ღიმილით მოაჭამა.
ინტერნეტში მისი დასჯის მოთხოვნით სპეციალურ პეტიციას უკვე 60 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ფრანგული სასამართლო ამგვარი დანაშაულისთის 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.