ბელგიურ „ბრიუგესთან“ ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ კიევის „დინამოს“ მრისხანე მთავარსარდალმა იგორ სურკისმა მწვწრთნელი იგორ ხაცკევიჩი და მისი შტაბი საფინალო სასტვენთან ერთად პირდაპირ ვიპ-ლოჟიდან გაათავისუფლა.
ვინ შეცვლის ხაცკევიჩს? კანდიდატი ორია: გუნდის სელექციონერი ალექსანდრ ზავაროვი და სპორტული დირექტორი ალექსეი მიხაილიჩენკო.
ორვე კიეველთა ლეგენდარული თაობის წევრია და თუ ზავაროვის ტრანსფერი „იუვენტუსში“ ნამდვილ სენსაციად იქცა, მიხაილიჩენკომაც გვარიანად იბურთავა გენუის „სამპდორიაში“.
ვინ იცის, ვის შეარჩევს სურკისი. თანახმა ორივეა, მაგრამ აუცილებლად დათქმულია, რომ მომავალი დამრიგებელი სრულფასოვანი არა, მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

წილი
წინა სტატიაჯერ მაჯა, ახლა მუხლი
შემდეგი სტატიაასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".