საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადების მორიგი ეტაპი დაასრულა. მილტონ ჰეიგის გაფართოებული, 37-კაციანი რაზმი მომდევნო შეკრებას უკვე თბილისში, სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ გაივლის და სწორედ იქ მოემზადება თიბისი რაგბის სერიების მატჩებისთვის, რომელთაგან პირველი, როგორც ადრე გაცნობეთ, უკვე 27-ში, „მიხეილ მესხზე“ სამრეთაფრიკულ „საუზერნ კინგსთან“ ელის. შემდეგ კი შოტლანდიასთან ორი უმნიშვნელოვანესი ჯახი: 31-ში „დინამო არენაზე“ და მერე 6 სექტემბერს ედინბურგის „მარიფილდზე“, პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენაზე.
წინა ეტაპი კი ბორჯღალოსნებს ანთალიაში ჰქონდათ. როგორც თავად აღნიშნავენ, თურქეთის პოპულარულ კურორტზე მათ საუკეთესო პირობები ჰქონდათ და ნაყოფიერადაც მოემზადნენ. გარდა ფიზიკური კონდიციების ამაღლებისა, გუნდმა ანთალიაში ტაქტიკურ სქემებზე იმუშავა და თან ნელ-ნელა ბურთიან ვარჯიშებსაც შეუდგა.
მოკლედ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და „შევარდენზე“ შეკრებამდე ბიჭებს შვებულება აქვთ. აქვე გთავაზობთ „ბორჯღალოსნების 37-კაციან სიას:
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე;
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.