კანადური მასტერსი ესპანელი რაფა ნადალის ტრიუმფით დასრულდა. 33 წლის ესპანელმა, რომელიც თიხნარის ჯადოქრადაა ცნობილი, პირველად შეძლო შარშან გრუნტზე მოპოვებული ტიტულის დაცვა.

ფინალში რაფამ რუსი დანილ მედვედევი 6:3, 6:0 გვემა და კარიერაში 35-ე მასტერსი მოიგო.

რაფა ამ მხრივ რეკორდსმენია, რადგან უახლოეს მდევარ ნოვაკ ჯოკოვიჩს მხოლოდ 33 მასტერსი დაუგროვდა.

2004 წლიდან მოყოლებული, რაფას მასტერსის მოუგებლად წელიწადი არ ჩაუგდია. წლეულს ნათამაშევ ტურნირებს თუ ჩავთვლით, ესპანელი უმაგრესია და მოპოვებული ქულებით ჯოკოვიჩსაც უსწრებს.