ტოკიოს ოლიმპიადამდე ჯერ ერთი წელია, მაგრამ პირველმა სკანდალმა უკვე იფეთქა. თანაც, რუსულ-იაპონური სკანდალი უფრო პოლიტიკური შეფერილობისაა, ვიდრე სპორტული.

ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური რუკა გამოაქვეყნეს, რომელზეც კურილიის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად არის მონიშნული. ამან რუსული დუმა აღაშფოთა და რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტირების მითხოვნაც გაჟღერდა.

რეალურად, ოთხი სადავო კუნძულიდან სამზე სულ 20 ათასამდე მოსახლეა. მეოთხე კლდოვანი წარმონაქმნია, რომელზეც მხოლოდ რუსი მესაზღვრეები სახლობენ. ჯამში ოთხივე კუნძულის ტერიტორია დაახლოებით საქართველოს მეშვიდედია და იაპონელებთან ურთიერთობის გაფუჭებად არ უნდა ღირდეს.

რუსები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მითვისებულ კუნძულებს ერთი მიზეზის გამო ვერ ელევიან: მათი წყალობით რუსულ სამხედრო და სავაჭრო ფლოტს წყნარ ოკეანეში შეუფერხებლად გასვლა შეუძლია. კუნძულების დაბრუნების შემთხვევაში ყოველ ჯერზე იაპონელებისგან ნებართვის აღება მოუწევდათ.

ეს არის და ეს, მაგრამ უკან დახევა ორივე მხარისთვის პოლიტიკური კრახი იქნება.

სპორტი ერთხელაც გაიჭყლიტება.

წილი
წინა სტატიალივერპულის ტაიმი ოთხით
შემდეგი სტატიაიყო არაბეთს ბაადურ…
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".