ბაადურ ჯობავა აბუ დაბის 26-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია. ქართველმა საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირში 7 პარტია მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა, 8 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს ქულით გაუსწრო. შეჯიბრში 151 სპორტსმენი გამოდიოდა, რომელთაც რეიტინგი 2100-ზე მეტი ჰქონდათ, მათ შორის მეორე ქართველი ლუკა პაიჭაძე.
ჯობავამ კარგად დაიწყო ასპარეზობა და ექვსიდან 6 პარტია მოიგო, მეშვიდე ყაიმით დაასრულა, თუმც მომდევნო ისევ მოიგო და ბოლო ტურში მოსაგებად ყაიმიც ჰქოფნიდა.
მე-9 ტურში ჩვენებური მთავარ კონკურენტ, 17 წლის უზბეკ დიდოსტატს ნოდირბეკ იაკუბოევს შავებით დაუპირისპირდა, 28-ე სვლაზე ყაიმით დაასრულა პარტია და ტურნირის გამარჯვებულიც შეიქმნა.