ტრანსფერი აღარ შედგება. იუვენტუსმა ტოტენჰემი უარით გაისტუმრა, არადა, თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ პაოლო დიბალა მომავალი სეზონიდან ტოტენჰემის მაისურს მოირგებდა. უფრო მეტიც – პოპულარული ბრიტანული გამოცემები სატრანსფერო თანხასაც ასახელებდნენ – 64 მილიონი ევრო.

საბოლოოდ, იუვენტუსმა 25 წლის არგენტინელი ფორვარდის გაყიდვა გადაიფიქრა და თავისთან დაიტოვა. როგორც ჩანს, ბებერი ქალბატონის ახალ დამრიგებელ მაურისიო სარის დიბალასი ეიმედება და მის სამომავლო გეგმებში ჯდება. აქვე ისიც ავღნიშნოთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ტოტენჰემი ერთადერთი ინგლისური გუნდი არ ყოფილა, რომელსაც დიბალას ხელში ჩაგდება სურდა. მანამდე, იუვენტუსთან და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს მანჩესტერ იუნაიტედიც აწარმოებდა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობა დიბალას სახელფასო პირობებმა არ დააკმაყოფილა.

წილი
წინა სტატია36 თვის შემდეგ, თავში ტყვია…
შემდეგი სტატიანიკას უნებლიე მარცხი
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.