ნამეტანსაც ნუ მოვთხოვთ. ორი კვირის წინ ნიკა ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ალექსანდერ ზვერევი ჰამბურგულ ნახევარფინალში დაამარცხა. ახლა “მასტერსის” მხოლოდ მესამე წრე იყო, მაგრამ ზვერევი განსაკუთრებულად იყო მოტივირებული. ამაზე ორჯერგამოცვლილი და ერთხელაც დამსხვრეული ჩოგანი მეტყველებს.

რეალურად, ორი თანაბარძალოვანი მეტოქის ჭიდილი მესამე სეტის ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. ესეც ზვერევის დამსახურება კი არა, ნიკას ზედიზედ სამი უნებლიე შეცდომის ბრალი იყო. მანამდე კი, თუ გერმანელი ეისებში ყოჩაღობდა, ნიკა ხანგრძლივ გათამაშებებში ჯაბნიდა – ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტმა აქვს ჩვენს ჯილას. ნიკა ბურთს ძალიან ღრმად აბრუნებს, მეტოქეს კორტიდან გასვლას აიძულებს და მერე თამაშს კარნახობს.

წაგება ყველა შემთხვევაში სამწუხაროა, მაგრამ 5:7, 7:5, 6:7 განსაკუთრებით. არა უშავს. რაც მთავარია, ნიკა აშშ-ის ღია პირველობას თითქმის იდეალურ ფორმაში ხვდება.

წილი
წინა სტატიაჩაიშალა
შემდეგი სტატიაპიტერ კინა-ლოკო
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".