ერთ დროს მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ათიანი ნისლიან ალბიონზე ჩავიდა. თითქოს ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს? იფიქრებთ, ოკეანისგაღმა გადაბარგებულ უეინ რუნის სამშობლო მოენატრა და ნოსტალგია მოეძალაო, შვებულებას შინაურებთან ერთად გაატარებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს მოისიყვარულებს და გაუყვება კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გზასო, მაგრამ შეცდებით.

უიენ რუნი, რომელიც ამერიკულ MLS-ში შარშან ივნისში გადავიდა და „დი სი იუნაიტედის“ მაისურა მოირგო, ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. როგორც პოპულარული Sky Sport-ი გვარწმუნებს, რუნი „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდება. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდს ჩელსის თავკაცობა ანდეს, „დერბი“ ახალი დამრიგებლის ძიებაში იყო და არჩევანი სწორედ  რუნიზე შეაჩერეს, მაგრამ როგორც ავღნიშნეთ ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ხშირად შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი არ იქნება და თუ საჭიროდ ჩათვლის მოედანზე თავადაც გავა.

MLS-ში უეინ რუნის კარიერას მთლად წარუმატებელს ვერ ვუწოდებთ. „დი სი იუნაიტედში“ მან 23 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მისი ახალ ამპლუაში ხილვა საინტერესო უნდა იყოს. ვნახოთ, როგორ აუღებს ის ამ ამბიციურ გამოწვევას.

 

წილი
წინა სტატიასიცხე – ტოკიოს მთავარი გამოწვევა
შემდეგი სტატიადინამომ ფეიენოორდი იყიდა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.