ძნელია ნიკა ბასილაშვილის ქომაგობა. როგორღაც გვიან “იქოქება” და ისე მიგვაჩვია, მონრეალის “მასტერსის” მეორე წრეში გერმანელ შტრუფთან პირველი სეტის 2:6 წაგება ჩვეულებრივ ამბად მივიღეთ.

მერე კორტზე უკვე ნაღდი ბასილა იყო და 6:2, 6:3 მოუმთავრა გერმანელს საქმე. წყნარად, დამაჯერებლად და არაქართულად უემოციოდ…

არადა, იან-ლენარდ შტრუფი ხურდა ვინმე არ არის. რეიტინგის 35-ე ნომერი 29 წლის მოიყარა და კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს.

ნიკას წინ ისევ გერმანული ბარიერი ელის. თანაც გაბრაზებული და რევანშზე დაგეშილი ბარიერი. ალექსანდერ ზვერევი მსოფლიოში მეხუთე მეჩოგნეა და ორი კვირის წინ ჰამბურგში ნიკასთან მარცხი მწარე ალიყურად მიიღო.

არა უშავს. ზვერევმა ინერვიულოს, თორემ ნიკა უკვე პლიუსშია – შარშან მონრეალი გამოტოვა და წელს ორი წრის გავლით ქულათა მარაგი უკვე შეივსო. განახლებულ რეიტინგში ქართველი სეფემეჩოგნე მე-16 ადგილს უსათუოდ დაიბრუნებს და თუ ზვერევს ალიყური ერთხელაც აწვნია….

წილი
წინა სტატიაკარგის მოლოდინი…
შემდეგი სტატიასიცხე – ტოკიოს მთავარი გამოწვევა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".