საქართველოს ჩემპიონმა ისევ გვასახელა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, სტუმრად „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ – პირველი მასპინძლების იყო, მეორე სტუმრების.

თავიდან არარატელები მოგვეძალნენ, ყველაზე გამოსარჩევი მათგან 31 წლის ჰოლანდიელი ფურდელ ნარსინგი გახლდათ, რომლის მარჯვენა ფრთიდან ტექნიკურ ჩაწოდებასაც მოჰყვა პირველი გოლი. თუმცა, ამ ეპიზოდში საბურთალოელთა დაცვა აშკარად ჩავარდა. გოლი რუსმა ლეგიონერმა, ანტონ კობიალკომ გაიტანა.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და თითქოს ფეხბურთელებს მაისურები გადააცვესო, „საბურთალომ“ ბურთიც დაიჭირა, გააზრებული კომბინაციებიც მოამრავლა და ამისათვის დასაჩუქრდა კიდეც.

77-ე წუთზე პირველი საპასუხო ბურთი სანდრო ალთუნაშვილმა შეაგდო. გამარჯვებისა კი დებიუტანტმა, ლევან ყენიამ გაიტანა ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ.

დებიუტიც ასეთი უნდა.

არარატ-არმენია  1:2 საბურთალო

ერევანი. რესპუბლიკური სტადიონი

1:0 კობიალკო (31), 1:1 ალთუნაშვილი (72), 1:2 ყენია (78)

არარატ-არმენია: კუპიჩი, პაშოვი, მენესესი, გუზი, აჩენტეჰი, ალფონსი, მალაქიანი (ანტონოვი 57), ნარსინგი, ავეტისიანი (სანოგო 78) , ლიმა, კობიალკო (ოგანა 71)

მწვრთნელი: ვარდან მინასიანი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, ტერა (ყენია 71), კოხრეიძე (ცნობილაძე 84), გაბედავა, როლოვიჩი (მარგველაშვილი 57)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯი: ალან ბიერი (შვეიცარია)

გაფრთხილება: აჩენტინი (45), გრუზი (85), ანტონოვი (90); კოხრეიძე (1), დიასამიძე (15), გაბედავა (15), რეხვიაშვილი (50), კაკუბავა (82), მიგინეიშვილი (90)

წილი
წინა სტატიაპირველად არარატთან
შემდეგი სტატიაკარგის მოლოდინი…
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.