დიდ ბრიტანეთში არსებობს ასეთი საფეხბურთო კლუბი „ფორტ ვილიამი“, რომელიც სპორტის ნომერი პირველი სახეობის ქომაგებს ვეჭვობთ ბევრს რამეს ეუბნებოდეს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ „ისტორია“ კი შექმნა.
„ფორტ ვილიამი“ შოტლანდიური გუნდია, რომელიც, ალბათ, ნისლიან ალბიონზე და სავარაუდოდ მთელ დუნიაზეც ყველაზე წარუმატებელ კლუბად შეიძლება მოვნათლოთ. თავად განსაჯეთ – გუნდს ზედიზედ 73 შეხვედრა ჰქონდა წაგებული, მაგრამ როგორღაც მოახერხეს და ნავსი გატეხეს.
„ფორტ ვილიამმა“ ჩრდილოეთ შოტლანდიის თასის გათამაშებაში „ნაირნ ქაუნთი“ 5:2 დაამარცხა და ნანატრი გამარჯვების გემოც შეიგრძნო.
„ეს საოცარი შეგრძნებაა. გვსურ ყველა ქომაგს მადლობა ვუთხრათ,“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვყნა გუნდმა მოგებული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში.
„ფორტ ვილიამსს“ ოფიციალური მატჩი 2017 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. კლუბს გამარჯვება სხვადასხვა შოტლანდიურმა გუნდებმა და ქვეყნის ნაციონალური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იან ბლექბორდმაც მიულოცა.
საინტერესოა, რომ „ფორტ ვილიამსს“ ზედიზედ 73 წაგებული მატჩის გამო სიუჟეტი BBC Scotland-მაც მიუძღვნა.