რამდენი უნდა შემოგთავაზონ, რომ კატალონიური „ბარსელონადან“ პეტერბურგულ „ზენიტში“ გადაბარგდე?
ფინანსურად შეთავაზება მეფური იქნებოდა – პუტინის საყვარელ კლუბს ხომ „გაზპრომი“ აფინანსებს და ვიდრე თანხა ას მილიონს არ გასცდება, ქველმოქმედებად თვლიან.
მალკომი „ზენიტში“ გადავიდა. საინტერესო იყო სოციალურ ქსელელებში ქომაგთა გამოხმაურებები, რომლებიც ტალანტს თბილად დაემშვიდობნენ, მწვრთნელი ვალვერდე კი ლამის ანათემას გადასცეს მისი ნიჭის არგამოყენების გამო.
მალკომის კარიერა სულ სხვანაირად წარიმართებოდა, შარშან „რომაში“ გადასვლაზე რომ დათანხმებულიყო. ქომაგებს მაინც სწამთ, რომ მათი კერპი ტოპ-5 ჩემპიონატიდან ერთში მაქსიმუმ ორ წელში დაბრუნდება.