ორი წლის წინ რაჯა ნაინგოლანი ევროპის ერთ-ერთ ნიჭიერ ნახევარმცველად ითვლებოდა, მაგრამ მისი კარიერა დაღმა წავიდა. მილანის „ინტერის“ შეფობამ ღიად დააფიქსირა, რომ ფეხბურთელის გასხვისება სურს.
მსურველების რიგი დადგა: „რომა,“ „ფიორენტინა“ და რუსული „ზენიტიც“ კი. ბელგიელმა მოკრძალებული „კალიარი“ აირჩია. ნაინგოლანი ამ კლუბში 2011-2014 წლებში თამაშობდა, მაგრამ მიზეზი ეს არ არის.
მიგეხსენებათ, კალიარი სარდინიის დედაქალაქია, რაჯას მეუღლე კლაუდია კი სარდინიელი გახლავთ.კლაუდიამ ივლისის შუა რიცხვებში საჯაროდ განაცხადა, რომ ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის და ქიმიოთერაპია სჭირდება.
„ვერ წარმოიდგენთ, როცა უთენია ტკივილი გაღვიძებთ. არა უშავს, ერთად ამ საზიზღრობასაც მოვერევით,“- თქვა რაჯამ.