ბადრი კეთილაძის ფოტო
თბილისის “დინამო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს.
ამჯერად არ ვაპირებთ ოთხი მატჩის განმავლობაში მშრალად შენახულ კარზე საუბარს. არც იმაზე, რომ თბილისელებმა აზერბაიჯანულ „გაბალაზე“ სრულფასოვნად იძია შური.
მთავარი გოლები იყო. ლევან შენგელიამ ორი მონოსპექტაკლი დადგა. პირველი გოლისას მთავარი მისი რეიდი ან დარტყმა კი არა, ბურთთან პირველი კონტაქტი იყო – ერთი შეხებით მოათვინიერა და აზერები უკვე განწირულნი იყვნენ (რამ გამახსენა არგენტინა-ინგლისი?).
მეორე გოლიც დიდოსტატური იყო: ცაციათი მოჭრილი და ზუსტად იმ ვიწრო “დერეფანში” გაგზავნილი, ბურთს რომ აუღებლად აქცევს.
და ჩვენი აფროქართველი კარიკარის გოლი? რით არ იყო საშემსრულებლო ოსტატობის ნიმუში? მოკლედ: ოსტატობა არის. საფეხბურთო თავხედობაც საკმარისია. ასეთი ბიჭები მინიმუმი შანსიდან მაქსიმუმს გამოწურავენ. “ფეენოორდთან” ეს ყველაზე მეტად წაგვადგება.
წილი
წინა სტატიაბოსკამპი, ჩვენი ბოსკამპი
შემდეგი სტატიაშესანიშნავი ბოლო
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".