ტურინის „იუვენტუსმა“ სამხრეთ კორეაში, იქაური უმაღლესი დივიზიონის ნაკრებთან სარეკლამო მატჩი გამართა. შეხედრა 3:3 დასრულდა. მატჩს 63 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათმა უმრავლესობამ ბილეთში ფული იმისთვის გადაიხადა, რომ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ ეხილა.

რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საფინალო სასტვენამდე არ წამომდგარა. დანარჩენად ტურინელები საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ მოედანზე, მაგრამ ამან არ იკმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტაბლოზე რონალდუ ახლო ხედით გამოჩნდა და მაყურებლებმა სტვენა დაიწყეს.

როცა ყველა მიხვდა, რომ პორტუგალიელი თამაშს არ აპირებდა, ტრიბუნებმა სკანდირება დაიწყეს – მესი! მესი!”.

მატჩის კორეელ ორგანიზატორებს სასამართლო ელით. პრობლემები შეექმნება „იუვენტუსსაც“, რადგან კონტრაქტში გაწერილი იყო, რომ რონალდუს 45 წუთი მაინც უნდა გაეტარებინა მოედანზე.