„ბაიერნი“ „სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სანეს გერმანიაში დაბრუნება სურდა, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სანამ ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან ენის ჭარტალი არ დაიწყო – ხორვატმა მწვრთნელმა ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი, „ბაიერნის“ წევრად მოიხსენია.
კარლ-ჰაინც რუმენიგე მაშინვე ადგილზე გაჩნდა და სიტუაციის გამოსწორება სცადა, კოვაჩს ეს არ უნდა ეთქვაო, თუმცა ეს მცდელობა უკვე დაგვიანებული იყო. გვარდიოლამ პრინციპული პოზიცია გამოიჩინა, სანეს ტრანსფერი დაბლოკა და რეკორდმაისტერს ისეთი გაკვეთილი ჩაუტარა, რომელიც ამ კლუბს არ ეკადრება.
„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ ენას კბილს თუ არ დააჭერ, შედეგს ვერასდროს მიიღებო. ბრაცომ ბრძნულად საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზამთარში „ჩელსიდან“ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერი არ გამოუვიდა – მაშინ ჟურნალისტებთან ნაჩქარევად სწორედ მან ილაპარაკა.
ურიგო არ იქნებოდა, „ბაიერნში“ სხვისაზე თუ არა, ერთმანეთის შეცდომებზე მაინც ესწავლათ…