ოთხ წელიწადში სამჯერ გაჩემპიონების შემდეგ, „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს სუპერფინალში დამარცხდა. „ოქროს შტატელებს“ მაგარი რეგულარული სეზონი გამოუვიდათ, აი, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი მოვლენები მათ გარშემო არც ისე სახარბიელოდ განვითარდა.
დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალიდან „მეომრებმა“ გუნდის ლიდერი კევინ დურანტი დაკარგეს. დურანტულამ ისეთი ტრავმა მიიღო, ახალი სეზონის გამოტოვებაც მოუწევს, ახლა კი ისიც გაოფიციალურდა, რომ პარკეტზე უკვე „ბრუკლინ ნეთსის“ მაისურით დაბრუნდება.
მერე იყო კლეი ტომპოსნის ტრავმა და, ჩემპიონები ტიტულის მესამედ დაცვის საქმეში სტეფ კარის ბრძოლისუნარიანობისა და ოსტასტობის იმედად დარჩნენ. ოქროს ბიჭუნამ ბევრი იწვალა და იმდენი შეძლო, რომ გუნდი მიჯრით მეხუთედ გაიყვანა სუპერფინალში, სადაც დაგეშილ კავაი ლეონარდს და პირველი ტიტულის მაძიებელ „ტორონტოს“ ვეღარაფერი დააკლო.
ახლა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. შემადგენლობაში საგრძნობია, თუმც სტეფ კარი ამბობს, ტიტულის დაბრუნება გვსურს და ამისთვის ბრძოლას და ნადირობას ვიწყებთო…
“გამუდმებით ვისმენ, რომ ჩვენ ტიტულის მოგების ფავორიტები აღარ ვართ და ეს ძალიანაც მომწონს. მავანმა ისიც თქვა, ჩემპიონატს ვეღარასდროს მოიგებენო. ჩვენ ამის მეტი მოტივაცია აღარ გვჭირდება, განსაკუთრებით – მე. წინა სეზონში ჩემპიონები ვიყავით, იმის წიანშიც და ყველა ჩვენს დამარცხებაზე ნადირობდა. ახლა როლები შეიცვალა – ტიტულისთვის ჩვენ ვინადირებთ”,-თქვა „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავმა.