29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება.
ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.
