“დინამომ“ „გაბალას“ დამსახურებულად მოუგო 2:0 და ოთხი წლისწინანდელი მარცხისთვის რევანშიც აიღო. მაშინ, ამავე სტადიონზე, ამავე ტურნირზე, გაბალელებმა ამავე ანგარიშით დაამარცხეს თბილისელები.

წლევანდელი ევროკამპანია „დინამოსთვის“ კარგად დაიწყო. სამიდან სამივე მატჩი მოიგეს,  9 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ.

გაბალაში ძალიან ცხელა. ასეთ პირობებში თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ დინამოელთ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათზე ამ საშინელ ხვატს არ უმოქმედია.

„დინამომ“ ტრადიციული 4-3-3 ტაქტიკური სქემით ითამაშა. დაცვაში: იაშვილი, მონხილი, კობოური და ქიმაძე. სამი საყრდენი: პაპავა, კუხიანიძე, ნინუა და სამი შემტევი: შენგელია, კუტალია, ქავთარაძე.

მასპინძლები ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით, ულვუ ისკანდეროვით თამაშობდნენ. მათმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლბაში ორი ქართველი ლეგიონერი გაამწესა: ექსსაბურთლოელი და ექსდინამოელი, დავით ვოლკოვი და ექსტორპედოელი მერაბ გიგაური.

საინტრესოა, რომ ჩვენი გუნდის თავაცის, ჩისკოს მსგავად, აზებაიჯანელების მწვრთნელ სანან გურბანოვსაც არ აქვს pro ლიცენზია. ის ჩვენს გვერდით იჯდა ტრიბუნაზე. გუნდს კი მისი თანაშემწე, ზაურ ჰაშიმოვი ხელმძღვანელობდა.

პირველ ტაიმი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა. მერე, ნელ-ნელა დინამოელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ეს ანგარიშშიც აისახა. თუმცა სანამ ლევან კუტალია ანგარიშს გახსნიდა, მანვე ასპროცენტიანი მომენტი გააცუდა, როცა ახლოდან ვერ გაუტანა ანარ ნაზიროვს.

გოლი კი 41-ე წუთზე გავიდა. კუტალიამ მაინც მოძებნა ნაპრალი დაცვაში და თავით ახლოდან შეაგდო.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. ჩვენს საჯარიმოს მეტად მოუახლოვდნენ და რაღაც პრესინგისმაგვარი სცადეს. თუმცა ცოტა ხანში ვითარება ისევ გათანაბრდა. მეტიც, სტუმრებს კიდევ უნდა გაეტანათ, როცა ნიკა ნინუამ დაარტყა ძალიან სახიფათოდ მაგრამ  მეკარემ იყოჩაღა.

87-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა არფანგ დაფემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა შორიდან მძლავრად დაჰკრა და – 2:0.

და კიდევ, „დინამოს“ მაისურით პირველად ითამაშა 27 წლის კვამე კარიკარიმ.

გაბალა 0:2 დინამო

25 ივლისი. გაბალა. „გაბალა შაჰარ სტადიონუ.“

0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ჟუნიჩი, რამალდანოვი, ალიევი (მამედოვი 84), ვოლკოვი (მურადოვი 61), კლეზიუ, ისკანდეროვი (კუაკუ 77), ფერეიროა, ნაბიევი, გიგაური

მწვრთნელი: ზაურ ჰაშიმოვი

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, კუხიანიძე (ქარდავა 65), შენგელია (კარიკარი 86), პაპავა, ქიმაძე, კუტალია, იაშვილი, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 74)

მწვრთნელი: ფელიქს ვისენტე

მსაჯი: ნიკოლას უოლში (შოტლანდია)

გაფრთხილება: შენგელია (60), კუტალია (62), ქავთარაძე (45+2), პაპავა (66), ქარდავა (74); ფერეირა (5), კლეზიუ (6), გიგაური (39), რამალდანოვი (45+2), ვოლკოვი (58), კუაკუ (90+1)

სოლომონ გულისაშვილი გაბალადან საგანგებოდ სარბიელისთვის

 

წილი
წინა სტატიასერგეი მანჩესტერში
შემდეგი სტატიაკოლაშინაცმა დანიანი კაცები სცემა
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.