ზუსტად 16 წლის წინ, 2003 წლის 20 ივლისს, ბრაზილიელმა ჯადოქარმა რონალდინიომ ბარსელონას მიაშურა და ისტორიის დაწერა დაიწყო, თუმცა შეიძლებოდა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო.

თურმე, მსოფლიოს ჩემპიონს, ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მომგებს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერში“ გადასვლას სულ 48 საათი აშორებდა, როცა საქმეში კატალონიელები ჩაერთვნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მოსაგვარებელი დეტალებიღა რჩებოდა, როცა ბარსას პრეზიდენტი სანდრო როსელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მას არჩევნების მოგება სჭირდებოდა, ამის გარანტიას კი ჩემი ბარსელონაში გადასვლა მისცემდა. მოვილაპარაკეთ. ინგლისურ პრესას ვუთხარი, რომ „მანჩესტერს“„ბარსელონა“ ვარჩიე,”- თქვა რონადლინიომ.

არადა, ქომაგებმა შანსი დაკარგეს. შანსი, რომ ბრწყინვალე „მანჩესტერის“ კიდევ უფრო დიდი სიკაშკაშე შემტევი ტრიოს – რუნი – რონალდინიო – რონალდუს მონაწილეობით ეხილათ.

„წითელი ეშმაკების“ ყოფილი ნახევარმცველი კლებერსონი იხსენებს, რომ ის „მანჩესტერს“ მხოლოდ იმ მიზეზით შეუერთდა, რომ იმედი ჰქონდა რონალდინიოც ასე მოიქცეოდა.

„რონალდინიომ მითხრა მანჩესტერში მოვდივარო. მირჩია იუნაიტედში გადადი და მეც თან გამოგყვებიო. წასვლა მეც მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ინგლისური არ ვიცოდი, „მანჩესტერში“ კი არავინ ჰყავდათ, ვინც პორტუგალიურად საუბრობდა. რონალდინიომ დამიყოლია, შემაგულიანა, მეც ავდექი და ალექს ფერგიუსონის გუნდს მივაშურე,“ – თქვა ბრაზილიელმა.

39 წლის რონალდინიო დიდი ფეხბურთიდან წელიწადნახევრის წინ წავიდა, ახლა კი სამშობლოშია და თავს ხან ფუტსალის, ხანაც პლაჟის ფეხბურთის თამაშით იქცევს. ხშირად წერენ  გაკოტრდაო, ხან კი ახალ საქმეს იწყებს და ერთბაშად ორი გოგონას ცოლად შერთვას აპირებსო.

წილი
წინა სტატიატატიშვილს გულით  წაუგია
შემდეგი სტატიაროჯერის კორიდა
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...