არახალია, რომ „რეალში“ დაბრუნების შემდეგ მისი სატრანსფერო პრიორიტეტი „მანჩესტერიდან“ თანამემამულე პოლ პოგბას გადაბირება იყო.
განზრახ თუ შემთხვევით, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაახმოვანა, რომ პოგბას გუნდის დატოვება სურს. ამის შემდეგ „მანჩესტერმა“ მისი სატრანსფერო ფასი 200 მილიონ ევრომდე გაზარდა. სწორედ ამის შემდეგ იყო, ფლორენტინო პერესმა ბოდიში რომ მოუხადა ზიდანს – 300 მილიონი უკვე დავხარჯე და მაგდენს ვეღარ გავწვდებიო.
რაც შეეხება თავად პოგბას, „პერტ გლორისთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მისივე გუნდის ქომაგებმა უსტვინეს.