კრივში მსოფლიოს ჩემპიონი მაიკ ტაისონი თანამედროვეობის ორი გამორჩეული მებრძოლის კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საუბრობს.

„ვფიქრობ, მაკგრეგორი საკუთარი თავის რეკლამირების უბადლო გენიოსია. ნურმაგომედოვმა ის ერთხელ უკვე დაამარცხა, თუმცა ხალხს მათი ბრძოლის ხილვა ისევ სურს. გულშემატკივრები ნებისმიერი თანხის გადახდას ყაბულს არიან, ოღონდ რუსი და ირლანდიელი სპორტსმენების ბრძოლა ნახონ. გგონიათ კონორი ამ შემთხვევაში მაინც მოიგებს?! არა, ცდებით. მაკგრეგორი ნურმაგომედოვს ვერასდროს დაამარცხებს, მას მხოლოდ მარკეტინგი და პიარი შეუძლია.

კონორმა იცის რომ ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მას ბრძოლით თანხის გამომუშავება შეუძლია. დღეს ყველაფერი მარკეტინგია – მეტი ბრძოლა მეტი ფულია,“- თქვა ტაისონმა.

სწორედ დაღესტნელ სპორტსმენთან გამართა ბოლო და სკანდალური ბრძოლა მაკგრეგორმა. 2018 წლის ოქტომბერში, ირლანდიელმა ოთხ რაუნდში წააგო. უფრო საინტერესო მოვლენები კი ოქტაგონს მიღმა განვითარდა. გამარჯვების შემდეგ, რუსი ოქტაგონიდან გადახტა და კონორის სამწვრთნელო შტაბის წევრებს დაერია, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ნევადის შტატის სპორტის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე სპორტსმენი დაჯარიმდა. კონორს 6-თვიანი იძულებითი შეჩერება და 50 000 დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ნურმაგომედოვს ბრძოლა 9 თვით აეკრძალა და ნახევარი მილიონი დოლარის გადახდა.

წილი
წინა სტატიაევროთბილისი 2021
შემდეგი სტატიააარონ ტურინელი
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...