ახალმა ცნობამ ხამეს როდრიგესის შესახებ ყველა გააკვირვა — როგორც ირკვევა 28 წლის კოლუმბიელი მადრიდის „ატლეტიკოში” გადასვლასთან არის ახლოს.
ხამესს ესპანეთის დედაქალაქში უნდა ცხოვრება, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გადასვლა კი მას ამის საშუალებას მისცემს. მეორე მხრივ, „წითელ-თეთრებს” ან სხვანაირად „მატრასებს” „ბაიერნის” თავდამსხმელის გადაბირება სურთ.
ხამეს როდრიგესი, მოგეხსენებათ, „ბაიერნში” იჯარით თამაშობდა. მისი მფლობელი კლუბი გახლავთ „რეალი”, რომელიც სულაც არ არის ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი.
ჯერჯერობით, ევროპულ პრესაში ხამესის მომავალ კლუბად მაინც „ნაპოლი” მიაჩნიათ, მაგრამ საკმარისია „ატლეტიკოს” საქმე გამოვიდეს, რომ ფეხბურთელი იტალიელებს თვალით აღარ დაენახვება.